მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუდამაყარში დიდთოვლობისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდ თოვლობისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე გუდამაყარში ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარის რწმუნებულის განცხადებით, ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შეუქმნა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ თითქმის ყველა სოფელს. თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე თოვლით იყო დაფარული როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები.

„ენერგო - პრო ჯორჯიას" თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაობი უკვე დაასრულეს. ამ დროის მონაცემებით, გუდამაყრის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება, სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზა, სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდა კი ხვალ დილიდან განახლდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ნოზაძის ინფორმაციით, ყაზბეგში კობი-გუდაურის საბაგირო გზა ჩაირთო, რისი მეშვეობითაც 50- მდე მოქალაქემ, რომლებიც უგზოობის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მუნიციპალიტეტი დატოვეს. კვლავ პრობლემურია გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე აღნიშნულ მონაკვეთზე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ნოზაძის თქმით, ყაზბეგის სოფლებს დენი შეფერხებების გარეშე მიეწოდება, აქტიურად მიმდინარეობს მეორეხარისხოვანი გზების და ჩიხების წმენდა, ასევე გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლისგან გაიწმინდა სოფელი ფხელშე, გორისციხე, ტყარშეტი, კობათ უბანი და გერგეტი.

„კონტრაქტორი კომპანია ხვალ სოფელ გერგეტში სასაფლაომდე მისასვლელი გზის და სოფელ ცდოს მისასვლელი გზის გაწმენდით სამუშაოებს განახორციელებს. თოვლისგან გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია თიანეთის მუნიციპალიტეტში, გაწმენდილია გზები მოსახლეობას აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა მაღალმთიანი სოფლები დაზიანებული გადამცემების გამო კვლავ დენის გარეშე რჩება, აღდგენითი სამუშაოები და გზის გაწმენდა მძიმე ტექნიკით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა