ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობამ შესაძლოა, იმსჯელოს სასტუმროების გახსნაზე, საბაგიროების გახსნის გარეშე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობამ შესაძლოა, იმსჯელოს სასტუმროების გახსნაზე, საბაგიროების გახსნის გარეშე. როგორც თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხის დაყენება რაციონალურ აზრს მოკლებული არ არის, თუმცა სასტუმროების გახსნა ძლიერი კონტროლის პირობებში უნდა მოხდეს.

„ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთ-ერთი, რასაც დავაყენებ მე განსახილველად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული სექტორი, ეპიდემიის პირობებში აღმოჩნდა სპორტდარბაზები და კერძო საბავშვო ბაღები.

„თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება.

ასევე, სასტუმრობში მივედით ძალიან კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად,“- განაცხადა თურნავამ.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს