დავით ზალკალიანი - არის დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა

არის დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი საქართველოს უახლოეს დღეებში ექნება, რაც ზალკალიანის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„სურვილი იყო, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიეღო საქართველოს ვაქცინა და მე მქონდა ორმხრივ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, პოლონელ და ლიეტუველ პარტნიორებთან, ასევე შვედებთან. გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ არის დიდი შესაძლებლობა, საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა და როგორც კი ეს დადასტურდება, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და იგივე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყნას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის,“- განაცხადა ზალკალიანმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს