ესპანეთში რეპერის დაკავების გამო მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის დაკავების გამო მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. განსაკუთრებით ხალხმრავალი აქცია ბარსელონაში გაიმართა, სადაც 6 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

ქალაქში გამართული აქციის დროს აქტივისტებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ნაგვის ბუნკერები დაწვეს.

სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაკავებულის შესახებ.

32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციამ რეპერი ლერიდას უნივერსიტეტში დააკავა, რომელსაც 50-მდე მხარდამჭერთან ერთად აფარებდა თავს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“