ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ერთი საათის განმავლობაში შემოვლით გზაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეფერხებული იყო.

ამასთან, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში ცენტრალურ გზაზე მოხდა. სადაც მოძრავ სატვირთო ავტომობილს ბოძი დაეცა.

ამ დროისათვის გზის ორივე მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა