მეუფე გრიგოლი - მეუფე ზენონის ქმედება, რომ განტევება მისცა თავის ერთ-ერთ მღვდელს წინააღმდეგობაში არ მოდის დღემდე მოქმედ საეკლესიო გამგეობის დებულებასთან

მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ყველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა მიეცეს თუ არა მეუფე ზენონს შენიშვნა იმის გამო, რომ მან პატრიარქთან შეუთანხმებლად მისცა განტევების სიგელი მისივე ეპარქიის სასულიერო პირს.

,,პატრიარქს ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენი ეკლესიის მეთაურია და უხუცესი ადამიანია. მღვდელმთავრები თითქოს სკოლის დამნაშავე მოსწავლეებივით გამოგყავთ. მეუფე ზენონის ქმედება, რომ განტევება მისცა თავის ერთ-ერთ მღვდელს არანაირად წინააღმდეგობაში არ მოდის დღემდე მოქმედ საეკლესიო გამგეობის დებულებასთან. სწორედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის და დღემდე ეს მუხლი იქ არ ყოფილა, სინოდმა იმსჯელა და დაამატა ეს მუხლი, შეიტანა ცვლილება, რომ როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადადის შემდგომი მსახურებისათვის, რა თქმა უნდა ეს უნდა შეთანხმებულიყო კათოლიკოს პატრიარქთან, მაგრამ დებულებაში ეს ასახული არ ყოფილა, თითოეულ მღვდელმთავარს აქვს უფლება განუტევოს სასულიერო პირს თავის ეპარქიიდან, მისცეს მას განტევების ფურცელი, განტევების სიგელი, თუმცა იქ არ იყო მითითებული და დღეს განსაკუთრებით გამოიყო, რომ როდესაც უცხოეთში მიდის მაშინ პატრიარქთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მე აქ მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს ვერ ვხედავ და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდალური კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ როდის ამის თქმა უჭირს. ამბობს, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქზეა დამოკიდებული.

,,სინოდალური კომისია რომ უნდა შეიქმნას, ამის შესახებ სინოდის დადგენილებაში წერია, მაგრამ მე მგონი ჯერჯერობით არც არის შექმნილი. ალბათ კომისია, რომ შეიქმნება მერე გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, ვერ გეტყვით ზუსტად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდსაც კი ვერ დავესწარი განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე და ამიტომ დეტალურად იქ რა იყო არ ვიცი. ვიცი ის, რაც დადგენილებაში აისახა და დადგენილებით მე ის წავიკითხე , რომ ზოგადად კომისია შეიქმნება, მაგრამ როდის შეიქმნება ამის თქმა მიჭირს, როგორც ჩანს კათოლიკოსზეა დამოკიდებული, სინოდის თავმჯდომარეზე“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო