მეუფე გრიგოლი - მსჯელობა მეუფე პეტრეს შემდგომ დასჯასთან, განკვეთასთან მიმართებაში, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან თანხვედრაში ვერ მოდის

მეუფე პეტრემ თავისი ქმედებისთვის რამდენიმე სასჯელი მიიღო ერთდროულად და პატრიარქის ამ უკანასკნელი ქადაგებიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკლესია და თვით კათოლიკოსი ელის მას ვითარც უძღებ შვილს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობა მეუფე პეტრეს კიდევ დასჯასთან დაკავშირებით, რაც განკვეთას შეეხება, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან თანხვედრაში არ მოდის.

,,მეუფე პეტრემ თავისი ქმედებისთვის რამდენიმე სასჯელი მიიღო ერთდროულად და პატრიარქის ამ უკანასკნელი ქადაგებიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკლესია და თვით კათალიკოსი ელის მას ვითარ უძღებ შვილს, მაგრამ ამ მოლოდინს ვადები არა აქვს, არც წმინდა წერილში არის ეს ვადები გაწერილი. ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა ღმერთი დაუშვებს ამას, ინებებს ამას და როდესაც ადამიანის გულისკარს შეაღებს. მიმაჩნია, რომ დღეს მსჯელობა მის კიდევ შემდგომ დასჯასთან დაკავშირებით, განკვეთასთან მიმართებაში, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან მთლად თანხვედრაში ვერ მოდის და ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას და სწორი ანალიზი გავაკეთოთ ამისთვის და წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ მასთან“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა