ბათუმში, ე.წ. გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა

ბათუმში, ე.წ. გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს ეკომიგრანტები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი 20-მდე ოჯახი დასახლდა.

აქციის მონაწილეების თქმით, გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო, ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

"დღეს გვაქვს გამაფრთხილებელი აქცია, ვგეგმავდით კარვების გაშლას აჭარის მთავრობის სახლთან, თუმცა დღეს დილით მოვიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და დაგვპირდა, რომ ჩვენს პრობლემას მოაგვარებენ. მართლაც საშინელ სიტუაციაში ვცხოვრობთ, ნაგავი თავზე გვეყრება. გაიზარდა ბათუმში მცხოვრებთა რაოდენობა და შესაბამისად ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ნაგავი მოდის, ამ პირობებში გვიწევს ყოფნა. წასასვლელი არსად გვაქვს. აქ ცხოვრება ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო