ქუთაისში საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ხმაური იყო

ქუთაისში, ავტომობილის მძღოლებმა და აქტივისტებმა საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.

აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მათი თქმით, ერთ კვირაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უკან ბევრი ადამიანი დგას და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო