ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილების მძღოლები აქცია - მსვლელობას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა შორის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებიც არიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ფონზე საწვავის ზრდა მათ ჯიბეებზე ცუდად აისახა. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის გამო, ისედაც დაზარალებული არიან და საწვავის ზრდის გამო, მოქალაქეებს სატრანსპორტო მომსახურეობას ვერ უწევენ.
"საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, შეუძლებელია ამ პირობებში სამარშრუტო მიკროავტობუსებმა და ტაქსებმა იმუშაონ. მაშინ ჩვენც უნდა გავზარდოთ მგზავრობის გადასახადი, აზრი აქვს? ვერ ისარგებლებენ მოქალაქეები ჩვენი ტრანსპორტით გაზრდილი ფასების გამო. ჩვენც ვერ ვყიდულობთ საწვავს და შესაბამისად ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციები მომავალშიც გაიმართება.