ალეკო ელისაშვილი მიხეილ ჩხენკელს - ეროვნული გამოცდები წინა ხელისუფლების ეფექტური ნაბიჯი იყო, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავი ამოწურა და წინსვლა სჭირდება?

კაპიკად არ ღირდა ეს ონლაინსწავლება. თავს ვიტყუებდით ყველანი, განათლების სამინისტროც, მშობლებიც და ბავშვებიც, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხელ ჩხნკელს უსმენდნენ.

მისივე თქმით, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებისას კატასტროფა ხდება, რასაც განათლების სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს.

,,პანდემიამდე Unicef-მა ჩაატარა კვლევა სადაც ეწერა, რომ საქართველოში სულ მცირე 50 000 ოჯახს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, შემდეგ დაიწყო პანდემია და ლოგიკურად, მათ არც ონლაინ განათლებაზე ჰქონდათ წვდომა. თუ გყავდათ იდენტიფიცირებული ეს ოჯახები, რას აკეთებდა სამინისტრო, რომ ამ ოჯახებს მთელი წლის განმავლობაში განათლება ჰქონოდათ? ონლაინსწავლების უწყვეტობაზე გეთანხმებით, მაგრამ ხარისხზე რა მოგახსენოთ, კაპიკად არ ღირდა ეს ონლაინსწავლება. თავს ვიტყუებდით ყველანი, განათლების სამინისტროც, მშობლებიც და ბავშვებიც. საერთო ჯამში, ეს იყო ამაო ძალისხმევა და ეროვნული გამოცდები ალბათ გვაჩვენებს, რომ ხარისხი დაეცემოდა. რატომ არ შეამოწმა განათლების სამინისტომ ამ განათლების მუდმივი უკუგება შემოწმებებით ან ტესტებით? ის ცოდნა დაითესა თუ არა კაციშვილმა არ იცის. მეეჭვება ჩვენს მძიმე მდგომარეობაში მყოფ განათლების ხარისხს მომატებოდა რამე.

ხშირად მაქვს შეხება ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, დმანისის და სხვა აზერბაიჯანულ თუ სომხურ სოფლებთან. კატასტროფა ხდება, ბავშვები ორ ქართულ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთს და გამარჯობასაც ვერ ამბობენ. აქაც თავს ხომ არ ვიტყუებთ? ვინ ან როგორ ამოწმებს რა ცოდნას იღებენ ბავშვები ქართულად? უფროსი თაობა მეტ-ნაკლებად შემოდის კონტაქტში, ბავშვებში კი ხდება კატასტროფა აბსოლუტურად, რატომ არ აქცევთ ამას ყურადღებას?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა ეროვნულ გამოცდებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ სისტემამ თავი ამოწურა და წინსვლა სჭირდება.

„ეროვნული გამოცდები წინა ხელისუფლების ძალიან ეფექტური ნაბიჯი იყო, კორუფცია მოისპო, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ამან თავი ამოწურა და წინსვლა სჭირდება? ხშირად მომისმენია კერძო უნივერსიტეტების პოზიცია, რატომ არ შეიძლება თავად ჩაატარონ გამოცდები და თვითონ შეარჩიონ რა კონტიგენტი სჭირდებათ?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა