ბათუმში, ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრები ბულვარის მიმდებარედ მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ბათუმის ბულვარის მიმდებარედ „ამბასადორის“ მშენებლობის ტერიტორიაზე ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ პროტესტის ნიშნად მშენებლობისთვის შემოსაზღვრული კედელი დაანგრიეს და განაცხადეს, რომ ბულვარის კულტურულ მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, თავდაპირველად სამსართულიანი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა პროექტი შეიცვალა.

"მოვედით ვნახეთ, რომ მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ღამით მოხდა, მომდევნო სართულის დასხმა. წინა აქციამ ისინი შეაშინათ და სამუშაოები შეაჩერეს. იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა მათ ჩვეულებრივი შემოვლა გააკეთეს და რეაგირება არ ჰქონდათ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოვიდნენ და ეს სიმახინჯე გააპროტესტონ ბულვარის ტერიტორიაზე",- აცხადებს ალექსანდრე მილორავა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“