ყვარლის მუნიციპალიტეტში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს. შემთხვევა სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი ახალგაზრდა, რომელიც ცივი იარაღით შეიარაღებული იყო, აკოფაშვილის სასურსათო მაღაზიაში უკანა კარიდან შეიჭრა, ხანდაზმულს ფიზიკურად გაუსწორდა, ცივი იარაღით მუქარა განახორციელა, რის შემდეგაც 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.

ქალი მიყენებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

"დილა იყო რვის ნახევარი, უკანა კარიდან შემოვედი ბუხარი უნდა ამენთო. ახალგაზრდა შემომყვა ნიღაბი ეკეთა. პირზე ხელი ამაფარა, მცემდა მირტყამდა, ბებო ფული მომეციო. თან ყელზე დანას მადებდა მოგკლავო. ვეხვეწებოდი არ მომკლა და წაიღე, რაც გინდა - მეთქი. ხელზე ბეჭედი მეკეთა მომაძრო და კიდევ ფული იყო 1500 ლარი, ისიც წაიღო. ხელები შემოჰკრა. მერე რო წავიდა მეზობლები მოვიდნენ საშველად. სახეზე სულ ნაცემი ვარ, მირტყამდა. მერე პოლიცია გამოვიძახეთ", - ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო