ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

არ ვიცი ბატონო ალეკო რამდენად ერკვევით ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში, კარგად ჩატარდა თუ ცუდად, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, მე ამაში ძალიან კარგად ვერკვევი. ძალიან ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია, ჩავარდნილი შეიძლება არის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული არ არის. თავად ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ძარცვასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერაციის დღეს ამაყი წამოვიდა, რადგანაც შემთხვევის შემდეგ არავინ დაშავებულა.

,,მე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3 - თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია. ოპერატიული სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს.

,,14 წლის გოგონას თვითმკვლელობა უმძიმესი საკითხია, კიდევ ერთხელ მინდა მაღალი ტრიბუნიდან ოჯახს მივუსამძიმრო. პასუხისმგებლობას ვიღებ მეც და ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არის დიდი პრობლემა საზოგადოებაში, ამას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ უზამს. ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ, თუმცა ამაში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება. შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობები, თუმცა ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. ეს ყველამ, მათ შორის ოჯახმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს პრობლემა მსოფლიოშიც არსებობს და საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა