გიორგი ვაშაძე - ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“

გიორგი ვაშაძე - ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“

ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

„ახლა გამადიდებელი შუშით გვიყურებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები აშშ, ევროკავშირი. შესაბამისად, ვიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მათ აქვთ ორი არჩევანი - ან დაპირისპირება, კონფრონტაცია ან შეთანხმება, მოლაპარაკებები. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ მზად ვართ შეთანხმებისა და მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობთ, „ ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ და მხოლოდ კონფრონტაცაიას ვხედავთ და მეტს არაფერს. დღეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის და 25 თებერვლის აქციას გადავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამას მეორე მხარეც დაინახავს. ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ-ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში, სრულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რეფორმები ჩატარდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რომ განიმუხტოს ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში უკვე თვეების მანძილზე გრძელდება. ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ვფიქრობ, ჩვენი ნაბიჯით საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ისინი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ექვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ველოდებით მათგან პასუხს იმ ნაბიჯზე, რომელსაც დღეს ვდგამთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“

ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

„ახლა გამადიდებელი შუშით გვიყურებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები აშშ, ევროკავშირი. შესაბამისად, ვიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მათ აქვთ ორი არჩევანი - ან დაპირისპირება, კონფრონტაცია ან შეთანხმება, მოლაპარაკებები. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ მზად ვართ შეთანხმებისა და მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობთ, „ ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ და მხოლოდ კონფრონტაცაიას ვხედავთ და მეტს არაფერს. დღეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის და 25 თებერვლის აქციას გადავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამას მეორე მხარეც დაინახავს. ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ-ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში, სრულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რეფორმები ჩატარდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რომ განიმუხტოს ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში უკვე თვეების მანძილზე გრძელდება. ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ვფიქრობ, ჩვენი ნაბიჯით საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ისინი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ექვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ველოდებით მათგან პასუხს იმ ნაბიჯზე, რომელსაც დღეს ვდგამთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია