ბორჯომის მერია - ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა

ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომის მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე მიმდებარე სოფლებში.

„მობილური ჯგუფი რამდენიმე დღეა სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი. პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია , რაც გულისხმობს მობილური ჯგუფის მყისიერ რეაგირებას მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე”,-აღნიშნავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს