ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მეგალაბიდან“ აცნობეს, მულტიპროფილური ლაბორატორია საქართველოში პირველი იყო, სადაც ბრიტანული შტამის შემთხვევა დადგინდა.
მუტირებული შტამი, „მეგალაბში“ აღმოჩენილ იქნა 2020 წლის 22 დეკემბერს. ნიმუში გადაიგზავნა NCDC-ში და მოხდა მისი გენის ე.წ. ,,გაშიფვრა“.
„მეგალაბში“ უკვე ასეთი სამი შემთხვევაა დადასტურებული.
მათივე ინფორმაციით, ლაბორატორიაში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, კვლევების სანდოობასა და სიზუსტეს განაპირობებს. ლაბორატორიული პროცესების ავტომატიზაცია და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სისტემა კი „მეგალაბს“ მოწინავეთა რიგებში აყენებს.
2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები.
(R)