დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. ასევე, 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მოგეხსენებათ, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე წელი იყო. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მერია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ ჯამში 13 500 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. საკარანტინო პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენს მედიკოსებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. გასულ წელს კი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 3 300 000 ლარი დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, 2021 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კვლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მათივე ცნობით, ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს