სერგო ჩიხლაძე „ქართულ ოცნებაზე“ - თუ დესტრუქციული გზით სიარული გააგრძელეს, საერთაშორისო მოწოდებები უფრო მკვეთრი გახდება და იქნება პერსონალური სანქციებიც

თუ გააგრძელეს დესტრუქციული გზით სიარული საერთაშორისო მოწოდებები კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და იქნება პერსონალური სანქციებიც, როგორსაც უწესებენ ბელორუსის ან რუსეთის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მმართველ გუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ერთადერთი საერთაშორისო გზავნილი ხელისუფლებისადმი არის მოლაპარაკება, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის ენით საუბარი.

"გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ სადმე საღი აზრი გაიღვიძებს და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ყველა არის შეთანხმებული, რომ უნდა შედგეს მოლაპარაკებები, ერთადერთი ვისაც ველოდებით, რომ მოვიდეს საღ აზრზე, არის „ქართული ოცნება“. თუ ბატონ ღარიბაშვილს ქართული ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო სპექტრის არ ესმის, უნდა გაიგოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი. იგივე აშშ-ს სენატის ან ევროპარლამენტარების. ერთადერთი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის მოლაპარაკება, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის ღარიბაშვილის აგრესიულ რიტორიკა და ის აგრძელებს სიძულვილის ენით საუბარს. არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არამედ ჩვენი პარტნიორების მიმართაც“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ „ქართლი ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შტურმით შესვლას გადაწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ უფრო მალე დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას ხელისუფლებაში, ვიდრე ეს მოლაპარაკებებამდე მოხდებოდა.

"თუ მათ გააგრძელეს დესტრუქციული გზით სიარული, საერთაშორისო მოწოდებები კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და იქნება პერსონალური სანქციებიც, როგორსაც უწესებენ ბელორუსის ან რუსეთის წარმომადგენლებს - თუ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა ღარიბაშვილის რიტორიკა და მეტყველება. თუკი საღი აზრი დარჩენილა „ქართულ ოცნებაში“, არანაირ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ამას ვერ და არ გააკეთებს „ქართული ოცნება“ თუმცა, ისეთი ფიგურის წინ წამოწევა, როგორიც არის ბატონი ღარიბაშვილი და მისი დღევანდელი რიტორიკა ამის საფუძველს არ იძლევა. ამიტომ, გამორიცხული არაფერია. „ქართული ოცნება“ იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ეს მოლაპარაკებებამდე მოხდება. მე მაინც მჯერა, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავლენ, რომ შტურმით აიღონ შენობა სადაც 20-მდე ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან. თუ ყველას დაიჭერენ, ვისთან უნდა დასხდნენ მოლაპარაკებაზე? მათ სხვა გზა არ დარჩენიათ, მეხუთე რაუნდი მაინც შედგება. შტურმით შემოსვლა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მალე დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას ხელისუფლებაში, ვიდრე ეს მოხდებოდა მოლაპარაკებებამდე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო