რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, რუსლან აბაშიძემ ნორვეგიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო.

"მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო