გიორგი ბარამიძე - შტურმის, ან პროვოკაციის საფრთხე რეალურია - რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ კიდეც, რომლებიც ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვით იყვნენ დაკავებულნი

"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მათ ოფისში პროვოკაციის მცდელობა რამდენიმე ადამიანს ჰქონდა.

როგორც ბარამიძემ "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის” ოფისში "მშვიდობით მყოფი ადამიანების სხვანაირი სურათით წარმოჩენაზე იმუშავებენ”.

"შტურმის განხორციელების, ან პროვოკაციის საფრთხე რეალურია. რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ კიდეც, რომლებიც ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვის საქმით იყვნენ დაკავებულები და გავუშვით ოფისიდან ზედმეტი ექსცესების გარეშე. გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები ოფისში, რომლებმაც აქ მშვიდობით მყოფი ადამიანებზე, სხვანაირი სურათის წარმოსაჩენად იმუშაონ. ამიტომ, პირადად დავდივართ და ვთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ და თუ ვინმე ასეთი შევნიშნეთ, მოხდეს მათი იდენტიფიცირება. არ მივცემთ საშუალებას მომხდურებს, რომ ზედმეტი ძალა გამოიყენონ”, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა