ადვოკატების განცხადებით, მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი უახლოეს წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განცხადებას გააკეთებს.

როგორც მელიას ადვოკატები აცხადებენ, მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება ნიკა მელია.

მათივე განმარტებით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას ადგილსამყოფელს მალავენ და მასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა