გია ვოლსკი - სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას.

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება აუცილებლად მოჰყვება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ