ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია

რამდენიმე დღე რჩება მსოფლიო თასის ეტაპამდე, რომელიც ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება.

26, 27 და 28 თებერვალს სკი-ქროსის, ხოლო 3,4 და 5 მარტს - სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება.

ორივე ღონისძიებისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია. წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა, 15 ქვეყნიდან (იაპონია, ა.შ.შ, ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრია, ავსტრალია, არგენტინა)

წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური დაშვება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება ტრასაში.

არანაკლებ სანახაობრივია სნოუბორდ კროსის შეჯიბრი, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას შეეცდება.

თვეზე მეტია, ბაკურიანში სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, მოსამზადებელი სამუშაოები- ტრასების გაწმენდა და ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს. ბაკურიანში უკვე იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენები და FIS - ის დელეგატები. მათი მეთვალყურეობით ხდება ტრასის ფინალური ინსპექტირება.

„უკვე მეორეჯერ ვარ საქართველოში. მიხარია აქ დაბრუნება. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ყველა მოტივირებულია, ტრასები კარგ მდგომარეობაშია. სიხარულით ველოდებით ბაკურიანში 2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპების დაწყებას.“ - პასკალ პერიე- FIS - ის ტექნიკური დელეგატი.

წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ღონისძიებებზე გულშემატკივრები და ამ სპორტის მოყვარულები დასწრებას ვერ შეძლებენ. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

ყოველი დღის შეჯიბრის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება „ევროსპორტის“, „ევრონიუს ჯორჯიას“ და „სილქ უნივერსალის“ მეშვეობით.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?