აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბონდო თედორაძე და რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლზე წარწერის "საბჭოთა კავშირში არ დავბრუნდებით" განთავსებას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.

ბონდო თედორაძესთან და რეზო ხარაზთან ერთად, აქციის მონაწილეები იმყოფებიან, რომლებიც სამართალდამცავებს სიტყვიერად უპირისპირდებიან.

"ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ. რუსეთი ოკუპანტია და ეს გვინდა გაიგოს ამ მთავრობამ. ამიტომ ვცდილობთ წარწერა დავტოვოთ, რომ ყოველდღიურად წაიკითხონ და გაიაზრონ, რომ რუსეთი ოკუპანტია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს