ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება “მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”

“ქართული ოცნების” დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება “მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”.

როგორც ნიკა მელიას დაკავების თაობაზე ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

“პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად, იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის “ნაციონალური მოძრაობის” წარსული, მათი სახე და ჩვენ ჩვენს თავს უფლებას არ მივცეთ და არავინ დაუშვებს იმას, რომ რაიმე არაცივილური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება. ამიტომ დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება, როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოზომილად, ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად. ამიტომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვერანაირი შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან სწორედ ევროპული სტანდარტებით აღსრულებულმა კანონმა მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად ფრთხილად აღსრულებულიყო ეს კანონი და არავინ დაშავებულიყო”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ არცერთ განცხადებაში საუბარი არაა, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა.

“ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის ვერცერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება და რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ყურადღებით ველოდებით ამას”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ