სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონი, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკორაიონის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის და გრიშაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს