ამბროლაურში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა იმართება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ ადგილობრივებთან კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 30-მდე სოფელში გამართეს.

როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში ძირითად პრიორიტეტებად გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში", - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა