თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 69 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედარს სამართალდამცველებმა სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს. გარდაცვლილს ანზორ პეტროსიანს ამ წუთებში გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ანზორ პეტროსიანი სოფელ ფშაველის მკვიდრია. ის თანასოფლელებმა ბოლოს 15 თებერვალს ნახეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს