რუსთავში კიდევ ერთ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩებზე შენობების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები და ტროტუარების მოწყობა, რამდენიმე დღეში დაიწყება. რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8-#12 #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

„პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რუსთავის მერიაში დღეს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე შეხვდნენ.

,,რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ. პროექტი ეტაპობრივად გამხორციელდება. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ გრძელი ქუჩაა, შესაბამისად მისი აღდგენაც ეტაპობრივად მოხდება. ეს პირველი ეტაპია, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ წლებში პროცესი გაგრძელდება და მოხდება ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 400 000 ლარია და ის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რუსთავის ძველი უბნების რეაბილიტაცია ქალაქის მუნიციპალიტეტმა უკვე რამოდენიმე წელია, რაც დაიწყო. მთლიანად რესტავრირებულია რუსთავის მთავარი პროსპექტი - კოსტავას გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა კონსტიტუციის ქუჩაზე, ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის თეატრის მიმდებარედ არსებული ძველი სკვერის რეაბილიტაციაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი