საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

საბერძნეთი მოითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გაეროს ადამიანის უფლებათა 46-ე სესიაზე ვიდეოხიდის დროს განაცხადა.

„მინდა შევეხო საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს - კულტურული უფლებების სრულ დაცვას. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული სისტემების მიუხედავად, თავი შეიკავოს კულტურული ძეგლებისთვის სტატუსის შეცვლისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეუცვლელი პირობაა დაინტერესებული თანამეგობრობისგან და მხარეებისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მათ შორის გაეროს შესაბამისი ორგანოებიდან, როგორიც იუნესკოა.

„მხედველობაში მაქვს, სხვა საკითხებთან ერთად, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება, რაც ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ცნებას. ჩვენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვითხოვთ, ამ ძეგლს უწინდელი სტატუსი დაუბრუნდეს“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა, სადაც 24 ივლისს პირველი მუსლიმური მსახურება ჩატარდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს