ჭიათურის ორ სოფელში ახალი სკოლები აშენდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ მეჩხეთურის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რგანში კი შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

ორივე სოფელში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერეს.

„რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად 3 560 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ რგანში არსებული საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო, მეჩხეთურში კი სასწავლო პროცესი კერძო პირის სახლში მიმდინარეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა