ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის

რამდენიმე კვირაა პროგრამა „ბალანსმა“ ახალი სენსორული POS შესთავაზა მომხმარებლებს. ბალანსი არის თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამა 1C პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს ბუღალტერიასა და ბიზნესის საოპერაციო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. აქედან გამომდინარე ბალანსი ბაზარზე პოზიციონერდება როგორც მინი ERP სისტემა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.

„ბალანსი 5 წელია რაც ბაზარზეა და 800 მდე კომპანია წარმატებით იყენებს მას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სენსორული პოსით სრულად დავფარეთ გაყიდვების ავტომატიზაცია: სავაჭრო ობიექტებს უკვე შეუძლიათ აღრიცხონ გაყიდვების სფერო საცალო ვაჭრობიდან დაწყებული ფინანსური რეპორტებით დამთავრებული“ - ამბობს ბალანსის განვითარების გუნდის მენეჯერი, მარიამ მამულია.

ბალანსში შესაძლებელია მაღაზიის მართვა, გაყიდვებისა და შესყიდვების ავტომატიზაცია, საწყობის კონტროლი, ბუღალტერიის წარმოება და ფინანსური და მენეჯერული რეპორტების მიღება ლაივ რეჟიმში:

ბალანსი, როგორც მაღაზიის პროგრამა

ბალანსის პოსი ინტეგრირდება მაღაზიის ყველა მოწყობილობასთან - შტრიხკოდ სკანერთან, სალარო აპარატთან, სასწორთან და ა.შ. მოლარის მიერ დაფიქსირებული გაყიდვები აისახება საოპერაციო ნაწილის გაყიდვების მოდულში. შედეგად მენეჯერს შესაძლებლობა აქვს თავისი იუზერით გახსნას პროგრამა და თუნდაც სახლიდან გაუსვლელად ლაივ რეჟიმში აკონტროლოს რა იყიდება მაღაზიაში. თავის მხრივ, ბუღალტერს შეუძლია გაყიდვების პარალელურად დაამუშაოს მაღაზიიდან მიღებული ინფორმაცია.

შესყიდვები, გაყიდვები და საწყობი

ბალანსს შეიძლება ვუწოდოთ საწყობის პროგრამა, იქიდან გამომდინარე რომ აქვს სრულყოფილი საწყობის მოდული, რომელიც ერთიან სისტემაში დაკავშირებულია გაყიდვებთან და შესყიდვებთან. შესყიდული პროდუქცია ავტომატურად აისახება და ანალოგიურად, გაყიდული პროდუქტი ჩამოიწერება საწყობიდან.

პროგრამაში შესაძლებელია მარაგების მინიმალური და უარყოფითი ნაშთების დადგენა, რაც კონტროლის საუკეთესო საშუალებაა, იმისთვის რომ მარაგების რაოდენობა სასურველ ნიშნულს არ ჩამოსცდეს და დროულად განხორციელდეს შესყიდვა. საწყობის მოდულში კონროლდება პროდუქციის ვადებიც. იმ შეთხვევაში თუ მაღაზიას ორი ან მეტი საწყობი აქვს, პროგრამულად კონტროლდება მარაგების გადაადგილება საწყობებს შორისაც.

შესყიდვებისას ბალანსი ამარტივებს თვითღირებულების დადგენას - პროგრამას შეუძლია პროდუქტის ღირებულებაზე გაანაწილოს იმპორტის, ტრანსპორტირების, ზედნადები და სხვა დამატებითი ხარჯები.

ყველაფერთან ერთად ბალანსი ინტეგრირებულია საგადახადო პორტალ RS.ge-სთან: გაყიდვების და შესყიდვების პროცესში შექმნილი ზედნადებები და ანგარიშფაქტურები ერთი კლიკით იტვირთება პორტალზე, რაც ძალიან დიდი დროით რესურსს უზოგავს ბუღალტერს.

ქლაუდ ტექნოლოგია

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ბალანსის ლოკალური ან ქლაუდ ვერსია. ლოკალურის შემთხვევაში მომხმარებელი ერთჯერადად ყიდულობს ლიცენზიას, ქლაუდის შემთხვევაში ყოველთვიურად იხდის მინიმალურ გადასახად (79 ლარს) და იღებს პროგრამაზე წვდომას, როგორც სერვისს.

ქლაუდ ტექნოლოგია ნიშნავს, რომ პროგრამაზე წვდომა მოლარეს, ბუღალტერსაც და მენეჯერსაც აქვს ყველგან სადაც ინტერნეტია. ეს, განსაკუთრებით კომფორტულია მაღაზიის მფლობელისთვის და მენეჯერისთვის - ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია გახსნას პროგრამა, დააგენერიროს გაყიდვების თუ სხვა სასურველი რეპორტი და ამგვარად მიიღოს იმ წუთის მონაცემები.

ქლაუდი კომფორტულია ოფისს გარეთ გაყიდვების დროსაც, როდესაც გაყიდვების თანამშრომლებს სხვადასხვა ობიექტებზე უწევთ პროდუქციის რეალიზება და ამისთვის მარაგებზე მიმდინარე ინფორმაცია სჭირდებათ.

პროგრამა ბალანსის უფასო 1C დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს - 591 766 766.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა