გიგი უგულავა - დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება კონსოლიდაცია XXI საუკუნის მომავლის საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყანას კონსოლიდაცია სჭირდება თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„100 წელი გავიდა რაც ჩვენ, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზიზღარი, ავი და არაადამიანური ექსპერიმენტის ნაწილი გავხდით. დიახ, კომუნიზმი კიდევ უფრო მძიმე უღელი იყო, ვიდრე მხოლოდ ოკუპაცია. ამ არაადამიანური ექსპერიმენტის ნარჩენები ჯერ კიდევ ხეთქავს ვულკანივით, არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, რადგან ნახევრად ოკუპირებულ, მაგრამ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას, კვლავ გვიჭირს თავისუფლებისთვის თვალის გასწორება, პასუხისმგებლობის აღება. დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვართ, როცა ქვეყანას მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად - აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა ადამიანი დაეპატრონა. დამოუკიდებლობის დღიდან საქართველო არასდროს ყოფილა ასე შინაარსობლივად მსგავსი თავის დამპყრობლისა. მე-11 საბჭოთა არმიას, კომპარტიის სულიერ მემკვიდრეებს ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ. დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით.

დღეს როგორც არასდროს გვჭირდება კონსოლიდაცია XXI საუკუნის მომავლის საქართველოსთვის ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის დღეს კიდევ ერთხელ და მერამდენჯერ დადასტურდა, რომ ადამიანი ბრძოლისთვის შეიქმნა ან არსებობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა დაებედა“, - წერს გიგი უგულავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა