აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიები პროტესტს წყვეტენ და აქციებს თბილისში გააგრძელებენ

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიები პროტესტს წყვეტენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, ისინი ბრძოლას თბილისში გააგრძელებენ.

"120-ე დღეა ბათუმში „თავისუფლების კვარტალი“ ფუნქციონირებს, ჩვენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურით და იმ ხალხით, რომელიც „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენს. მადლობა ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან „თავისუფლების კვარტალში“ და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა