სოფელ ზედა სამების სკოლის 6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

სოფელ ზედა სამების სკოლის 6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ქობულეთში, სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში 6 პედაგოგს გეგმური კვლევის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

"სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე, ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება ",- აცხადებენ უწყებაში