თორნიკე რიჟვაძე - ზაფხულისთვის იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აზრით, რეგიონში ზაფხულისთვის ეპიდსიტუაციის კუთხით „იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“.

რიჟვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა შეზღუდვები შემსუბუქდა აჭარაში, თუმცა აღნიშნა, რომ დღეისთვის შეზღუდვები სარიტუალო წვეულებების ნაწილში რჩება.

„შემსუბუქება პირველ რიგში, აჭარის რეგიონს ეხება, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური ეპიდვითარება გვქონდა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის ნაწილში. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას მარტიდან დაიწყებენ. ამასთან, რესტორნები შეძლებენ სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეებში. მარტის თვეში ეპიდვითარებას დავაკვირდებით, რომ მოახლოებული ზაფხულის სეზონი, ის ტურისტული სეზონი, რაც აჭარას გააჩნია, იქნას რეალიზებული. პარალელურად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და ამ ყველაფერში საზოგადოების და მოქალაქეების ჩართულობა.

შეზღუდვები გაგრძელდება სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ვთხოვთ, რომ ეს სტაბილური ეპივითარება შევინარჩუნოთ. მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური და საზოგადოებრივი აქტივობების აღდგენას. აღდგენის ღონისძიებები სახეზეა. ზაფხულისთვის იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“,- განაცხადა რიჟვაძემ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა