ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა საძმო საფლავთან 70-წლიან კომუნისტურ რეჟიმს შეწირულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საძმო საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დავით გაბაიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას საუკუნის შემდეგაც უწევს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ცხადდება წუთიერი დუმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა