თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია 2010 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სპეციალურმა საბჭომ იმსჯელა.

"ის დრო როცა ერთი ადამიანის გემოვნებით წყდებოდა საკითხები წარსულს ჩაბარდა. რაც შეეხება ამ კონკრეტული პროექტის გადარჩენას, ეს შევძელით იმ დონზე, რის საშუალებაც გვქონდა. ტერიტორია 2010 წელს იყო გასხვისებული, საბჭომ იმსჯელა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ჩათვალა საჭიროდ",- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, "ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. ისინი ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო