ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა

ქუთაისში, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქუჩის მანიშნებელი აბრა ერთ-ერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ განათავსა.

„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ -არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

უწყების ცნობით, მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა, საკრებულოს შესაბამის კომისიებში უკვე დაწყებულია და ოფიციალური გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში იქნება მიღებული.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება