სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)

საქართველოში პირველი პრემიუმკლასის ბიზნესცენტრი სითი თაუერი გაიხსნა! მრავალფუნქციური შენობა სრულად აკმაყოფილებს როგორც საერთაშორისო NFPA-ის სტანდარტს, ასევე საქართველოს მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნებს. ამის შესახებ სტატია ვებგვერდზე businessfeed.ge/en/ გამოქვეყნდა.

ქალაქის შუაგულში მდებარე 20-სართულიანმა კომპლექსმა მოქალაქეების ყურადღება უკვე მიიპყრო. ბიზნესცენტრის საოფისე სივრცე 11 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

სითი თაუერში განთავსებულია პრემიუმკლასის საკონფერენციო დარბაზები სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეხვედრისთვის.

ბიზნესცენტრი სითი თაუერი ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარეობს. ცენტრში ვიზიტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით საკმაოდ მარტივია. ავტომობილების მფლობელებს კი ღია და დახურული, ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით სარგებლობა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ენერგოეფექტური შენობის უსაფრთხოების სტანდარტები უმაღლეს დონეზეა დაცული. სივრცე აღჭურვილია ვენტილაციის, Daikin-ის გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარქრობის ულტრათანამედროვე სისტემით. ცენტრში განთავსებულია Mitsubish-ის თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ესკალატორები და ტრავილატორები.

ბიზნესცენტრის მოსაზღვრედ, ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარეობს სავაჭრო ცენტრი სითი მოლი საბურთალო. სავაჭრო და ბიზნესცენტრი სამუშაო, საშოპინგო, გასართობი, დასასვენებელი სივრცეების კომპლექსური შერწყმაა, რაც დამატებით კომფორტს უქმნის როგორც ბიზნესცენტრის ვიზიტორებს, ასევე სავაჭრო ცენტრის მომხმარებელს. სითი მოლი საბურთალო 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ენერგოეფექტური, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსია. საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სითი მოლი საბურთალო ერთ სივრცეში აერთიანებს 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს; საქართველოში უდიდეს კინოთეატრს Cavea Cinemas, ბოულინგის ცენტრს Ballroom-ს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ ცენტრს Magic City-ს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს.

ბიზნესცენტრის სტუმრებს შეუძლიათ ავტოსამრეცხაოს, ტანსაცმლის ქიმწმენდის და სხვა სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობა. მეტი კომფორტისთვის, მოლში განთავსებულია პრემიუმკლასის სილამაზის სალონი და სპორტული დარბაზები. აქ მრავლადაა როგორც ღია, ასევე დახურული პრემიუმკლასის რესტორნები და კაფეები, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.

სითი მოლის ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი სითი გარდენი, რომელიც კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე გახდა ადგილობრივ მცხოვრებთათვის. სითი თაუერსა და სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი პრიორიტეტულია.

თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სავაჭრო და ბიზნესცენტრში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი რეკომენდაციები.

ბიზნესცენტრში საოფისე ფართის ქირაობა უკვე შესაძლებელია.

https://www.youtube.com/watch?v=T-G1HsXuz-o&fbclid=IwAR3bKPMIeu1YCGNnckgalJH6G3L5CD8FaKTKiMBLUWasBVR18c8mCR0jfus&ab_channel=citytower

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს