აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს. გამსახურდიას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელია.
ტერიტორიაზე ამ წუთებში ბათუმის მერიის “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და ქუჩის მორეცხვით სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პროტესტს საქართველოს დედაქალაქში გააგრძელებენ. მათი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თბილისში მთავრობის სახლთან განთავსდება.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები 120 დღის განმავლობაში პროტესტის 24 - საათიან რეჟიმში იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წევრების მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

























