„აიპლიუსი“ მომხმარებლებს 28 თებერვალს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს

საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს 28 თებერვალს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

კომპანიის ცნობით, Black Sunday უკვე iPlus-ის სპეციალური ტრადიციული დღეა, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ნივთები ამერიკულ ფასად, ანუ თვითღირებულებით შეიძინონ.

როგორც “აიპლიუსში” აცხადებენ, 28 იანვარს აქციაში ტრადიციულად iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ტექნიკის გარდა, თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის, Xbox-ის, Playstation-ის და GoPro-ის პროდუქციაც. სხვადსახვა პროდუქტზე 700 ლარამდე ფასდაკლებები და საჩუქრები გავრცელდება.

“Black Sunday მომხმარებლების საყვარელი დღეა. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურად ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 1000 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. მაგალითად iPhone 11-ის შეძენისას, საჩუქრად 390 ლარიან Polaroid instax mini-ის ფოტოაპარატს მიიღებთ. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზე და Console-ებზე“, - განაცხადა “აიპლიუსის” მენეჯერმა, ქეთი ღლონტმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა