„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ წარმოადგინა.

„გიორგი სურმანიძის განცხადებით, ცვლილება სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებაზე, აგრომეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვის პროცედურების გაგრძელებას“ ,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა