თორნიკე რიჟვაძე - წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც სჭირდება ჯეროვანი კონტროლი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე და კონტროლის მექანიზმებზე.

„მთავარი გამოწვევა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბალანსის გამოძებნა, გახლავთ, რომ შეზღუდვები და, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა ისე დაიგეგმოს, რომ ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი. ასევე, ეკონომიკას თანმიმდევრულად მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი აჭარაში, ბათუმში, რადგან არის ტურისტულად მნიშვნელოვანი მიმართულება. საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდა შეზღუდვების დიდი ნაწილი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა რეალურად მოგვეცემა საშუალება მივიღოთ შიდა და საერთაშორისო ტურისტების პირველი ნაკადები.

მთავრობის სხდომაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეპიდვითარება. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც კერძო სექტორისა და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კერძო სექტორის, ისე რიგითი მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა ყველა უწყებასთან. წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ ის სტაბილური ეპიდვითარება, რაც გვაქვს ბოლო კვირების განმავლობაში. ამას სჭირდება ჯეროვანი და ეფექტური კონტროლი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე, შეზღუდვების შემსუბუქების კონტროლის საკითხებთან ერთად იმსჯელეს ქობულეთის ინდუსტრიული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით 25 თებერვლიდან დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შაბათ-კვირის ჩათვლით, ზამთრის კურორტებზე გაიხსნა სასტუმროები. ასევე, 1 მარტიდან ბათუმის მასშტაბით რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა