ლაგოდეხში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ნინიგორში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, მიმავალი ტრანსპორტი ვერ დაინახა, გადაირბინა, რა დროსაც მიკროავტობუსი შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა არასრუწლოვანი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

























