ერევანში მომიტინგეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ

ერევანში შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი მიზანია, პრეზიდენტ არმენ სარქისიანს მოსთხოვონ, ხელი არ მოაწეროს ნიკოლ ფაშინიანის შუამდგომლობას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„ამ მომენტისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არ დანებდეს პრემიერ-მინისტრის შანტაჟს და არ გადადგას ეს ნაბიჯი. ვითხოვთ პრეზიდენტისგან, როგორც კონსტიტუციის გარანტიდან და ქვეყნის მეთაურიდან, დაიცვას კონსტიტუცია და არ დანებდეს მთვარეულის შანტაჟს,“- განაცხადა სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იშხან საღათელიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთში სიტუაცია გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, განაცხადა, რომ ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ