ქუთაისის მერია - ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა

ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შენებლობის პროცესებსა და მიღწეულ შედეგებზე, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მხარეებმა განიხილეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგებიც. აღნიშნული კვლევის მიხედვით შეიქმნა ქუთაისში ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები, რის შემდეგაც, უახლოეს პერიოდში, საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა ქუთაისის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და კოლეჯ „იბერიას“ შორის. ჩვენ, მათთან თანამშრომლობით, ქალაქში ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. ქუთაისის მერია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდული პროგრამების და პროექტების მაქსიმალურად მხარდასაჭერად, რათა ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის ცხოვრებასა და განვითარების პროცესებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

უწყების ცნობითვე, ახალგაზრდობის სააგენტომ ახალი სივრცისთვის, რომელიც კოლეჯ „იბერიაში“ გაიხსნა, პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა