ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.

როგორც მათ განმარტეს, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, ეს არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებზე და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაიცვა.

"თავდასხმა მედიაზე, არის თავდასხმა და ძალადობა დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, რომლებიც ხელს ურტყამენ ადამიანს, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. სწორედ ეს უწყობს ხელს ფაქტების პროვოცირებას, რისი მაგალითიც არის თავდასხმა ვახო სანაიაზე. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ახერხებს"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

აქციის მონაწილეებმა დღესვე ხელი მოაწერეს სპეციალურად შედგენილ მანიფესტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო