რუსთავში, ოჯახის ხუთმა წევრმა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, ოჯახის ხუთმა წევრმა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია, ოჯახის ხუთმა წევრმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-16-ე მიკრო რაიონში დაფიქსირდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადები, "სოკარ-ჯორჯია" გაზის ავარიულ-ტექნიკური ჯგუფი.

ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.